სტარტაპი
22/06/2021

UG Startup Factory აქსელერაციის პროგრამის დემო დღეს მასპინძლობს

UG Startup Factory დღეს რიგით მეშვიდე აქსელერაცის პროგრამის დემო დღეს უმასპინძლებს.

ორი თვის მანძილზე სტარტაპერები აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში იდეების განვითარებაზე მუშაობდნენ, დღეს კი ინოვაციურ ბიზნეს იდეებს აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.

სტარტაპერების შერჩევა სამ ეტაპად განხორციელდა, საბოლოოდ კი შერჩეულ მონაწილეებს მენტორშიფი წარმატებულმა სტარტაპერებმა და დარგობრივმა სპეციალისტებმა გაუწიეს.

პროექტის ფარგლებში სტარტაპერები განაცხადს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გამოცხდებულ პროტოტიპირების საგრანტო პროგრამაში შეიტანენ.

აღნიშნულ პროგრამასა და 100 000 ლარიან საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით სტარტაპერებს საინფორმაციო შეხვედრა GITA-ს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან, რომლის წარმომადგენლებიც გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ დემო დღის შემდგომ მიიღებენ.

პროექტის ფარგლები სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაცია სტარტაპერებს UG Startup Factory-ს პარტნიორმა ორგანიზაცია NEXIA TA Georgia-მ და დეველოპერულმა კომპანია Sambrela-მ გაუწია.

დემო დღეზე დასწრება ნებისმიერ მსურველს რეგისტრაციის საშუალებით შეეძლება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები