სტარტაპი
14/03/2021

Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მართვის სისტემა საგანმანათლებლო დაწესებულებებს

Usoft-ი პლატფორმაა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემისთვის აუცილებელი სერვისების ერთ სივრცეში გაციფრულების შესაძლებლობას იძლევა. ქართული სტარტაპი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მართვის სისტემას სთავაზობს.

Usoft-მა იდეის განვითარებისთვს, სულ ახლახანს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მოიპოვა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სტარტაპერმა გიორგი ტურაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე, სისტემა ძირითადად უნივერსიტეტებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა განიხილება სერვისის სხვა დაწესებულებისთვისაც შეთავაზება.

"სტარტაპის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აკადემიური და დისტანციური სწავლებისთვის ყველა ფუნქციონალი ერთ სივრცეში მიიღოს. Usoft აციფრულებს უნივერსიტეტის ყველა ძირითადი დეპარტამენტების საქმიანობას, ეს იქნება ფინანსური, HR, კანცელარიის თუ ბიბლიოთეკის დეპარტამენტები,“– აღნიშნავს გიორგი ტურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი.

 

 

Businesspartner