სტარტაპი
06/10/2020

ვაგრძელებთ თანხების მოზიდვას, რომ სწრაფად განვვითარდეთ - გამარჯვებული სტარტაპი KOVZY

GITA-ს თანადაფინანსების პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპი KOVZY კვების ბიზნესის პროცესების ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმაა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას.

KOVZY–ს თანადამფუძნებლის სანდრო დარსაველიძის თქმით, მათი სტარტაპი რესტორნებს აძლევს საშუალებას ზედმეტი დანახარჯების გარეშე შექმნან საკუთარი ვებ–გვერდი და აპლიკაცია, სადაც ჩაშენებული იქნება ონლაინ შეკვეთების პლატფორმა. შესაბამისად, მომხმარებლები შეძლებენ, შუალედური რგოლების გვერდის ავლით, პირდაპირ დაუკავშირდნენ სასურველ რესტორანს ონლაინ შეკვეთის გასაკეთებლად.

„GITA-ს თანადაფინანსების პროგრამაში მიღებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება სწორად განვავითაროთ ჩვენი პროექტი. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დიდი გამოცდილება მივიღეთ. გაჩნდა ახალი ხედვები და შესაძელებლობები. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას სხვა მსგავს პროექტში. ჩვენი აპლიკაცია უკვე ჩაშვებულია. ამ ეტაპზე თანხების მოზიდვას ვაგრძელებთ, რომ შევძლოთ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარება. გრანტის საშუალებით დავიწყებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და პარალელურად ვიმუშავებთ აპლიკაციის სრულყოფაზე. საქართველოს შემდეგ ვაპირებთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო 2–3 წელში გლობალურ ბაზარზე გასვლას.– აღნიშნავს სანდრო დარსაველიძე.

Businesspartner