სტარტაპი
12/09/2022

WebApp-ი მსოფლიოს 10 საუკეთესო სტარტაპში - ქართული სტარტაპი Startup Lithuania-ს გამარჯვებულია

ქართული სტარტაპი მსოფლიო მასშტაბით 10 საუკეთესო სტარტაპში მოხვდა. Software Development კომპანია Webapp-ი Startup Lithuania-ს კონკურსის Startupcation გამარჯვებულია. სტარტაპი ვილნიუსში სექტემბერის შუა რიცხვებში გაემგზავრება. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, Webapp-ს შესაძლებლობა მიეცემა, შეისწავლოს ევროპული ბაზარი, შეხვდეს წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებს, გაეცნოს მნიშვნელოვან ბიზნესცენტრებს და მიიღოს მონაწილეობა ინოვაციების ხელშემწყობ სხვა პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ Startup Lithuania-ს პროექტში გამარჯვებასთან ერთად, Webapp-ი Skillshare-ის საერთაშორისო კონკურსის რჩეულიც გახდა და რამდენიმე ქართულ სტარტაპთან ერთად, პოლონეთშიც გაემგზავრება. ტრენინგებთან ერთად, წარმატებულ ქართველ სტარტაპერებს ექნებათ შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან და მიეცემათ შესაძლებლობა, გახადონ მომსახურება უფრო გლობალური.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წარმატებების გარდა,Webapp-მა 2021 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 100 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა და მიღებული ინვესტიციით სერვისი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. Webapp ქმნის საერთაშორისო დონის ციფრულ პროდუქტებსა და პროექტებს.  ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა, კონსულტაციები პროექტების მენეჯმენტში, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება/დახვეწა, ორგანიზაციული მართვა და სხვა − ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც Webapp-ის გუნდი მომხმარებლებს სთავაზობს.

Businesspartner