ტექნოლოგიები
30/04/2021

Amazon-ის პანდემიური წლის წმინდა მოგებამ გასული სამი წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა

Amazon-ის წმინდა მოგებამ პანდემიური წლის განმავლობაში, ონლაინ ჰიპერმარკეტებსა და მიწოდების სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, გასული სამი წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა.

ამავდროულად უკვე ზედიზედ მეორე კვარტალია კომპანიის შემოსავლები კვარტალში $100 მლრდ-ს აღემატება, მაგალითად, შემოსავალი 2021 წლის პირველ სამ თვეში 44%-ით 108.5 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი.

ონლაინ-რითეილერმა, 12 თვის განმავლობაში, რომელიც 2021 წლის 31 მარტს დასრულდა $26,9 მლრდ წმინდა მოგება მიიღო, რაც The Wall Street Journal-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე (2017-2019წწ.) Amazon-ის სამი წლის მოგების ჯამზე მეტია.

2021 წლის პირველ კვარტალში Amazon-ის წმინდა მოგებამ $8,1 მლრდ-ს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $2,5 მლრდ იყო.

 

 

ფოტო: engadget

Businesspartner