ტექნოლოგიები
19/10/2022

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკულმა IT კომპანიამ Combined Ratio Solutions ოპერირება დაიწყო

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთმა ამერიკულმა IT კომპანიამ Combined Ratio Solutions დაიწყო ოპერირება.

"ძალიან გაგვიმართლა, რომ სააგენტოს „აწარმოეში საქართველოში“ გუნდთან თანამშრომლობა შევძელით, მაშინ როცა საქართველოში ჩვენი ბიზნესის გაფართოებას ვგეგმავდით. სააგენტოს გუნდის ხელშეწყობა ძალიან  ეფექტიანი იყო პირველივე კომუნიკაციიდან,  კომპანიის სრულად გამართვამდე. მათი რჩევებისა და მიდგომის შედეგია ის, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში გაფართოვდა და ღრმად დარწმუნებული ვართ მის წარმატებულ ოპერირებაში." -  Combined Ratio-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ჯონსი.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით, ამერიკული კომპანიის მმართველი გუნდი, მიმდინარე წელს იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, შეისწავლეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესგარემო და შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან. სწორედ აღნიშნული ვიზიტის შემდეგ და სააგენტოს წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობიდს შედეგად, მიიღო კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაფართოების შესახებ.

Combined Ratio Solutions საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ კი, დაზღვევის სექტორში მომუშავე კომპანიებს აიტი მომსახურებას აწვდის. Combined Ratio Solutions-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს, ხოლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მაიკს ჯოუნსის ცნობით, წლის ბოლომდე საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 80-ს მიაღწევს.

Businesspartner