ტექნოლოგიები
27/09/2022

ფინტექ ასოციაციის და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით მასშტაბური FinTech ჰაკათონი ჩატარდება

7, 8, 9 ოქტომბერს საქართველოს ფინტექ ასოციაციისა და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ჰაკათონი ფინანსურ ტექნოლოგიებში, რომლის საპრიზო ფონდიც 30 000 ლარს შეადგენს.

პროექტის დასასრულს გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად განაწილდება:

I ადგილი - 15 000 ლარი

II ადგილი - 10 000 ლარი

III ადგილი - 5 000 ლარი

პროექტი ხორციელდება ესტონეთის საელჩოს და ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საგენტოს (GITA) ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი ორგანიზაციები. ჰაკათონში მონაწილეობას 18-დან 28 წლამდე ასაკის ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი შეძლებს.

ჰაკათონის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და ახალი პროდუქტების შექმნა, ასევე, ფინანსური ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ამ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება. გარდა ამისა, პროექტის მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა გუნდურად იმუშაონ რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე, რაც დაეხმარება საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომპანიასა თუ დაწესებულებას პროდუქტების ან სერვისების გაუმჯობესებაში. 

FinTech ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 6 ოქტომბრამდე მიმდინარეობს: https://bit.ly/3BYGi0V

შერჩეული გუნდები, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა ტექნიკური დავალებების ინოვაციური გადაწყვეტებზე და პროტოტიპის შექმნაზე, ხოლო მესამე დღეს ჩატარდება პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია. საუკეთესო სამეულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან პროფესიონალი ფინტექერები და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

Businesspartner