ტექნოლოგიები
26/03/2021

გამოგონებების კომერციალიზაცია - ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას 9 ფინალისტი ჰყავს

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამას, რომელიც მეცნიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი ინტელექტუალური პოტენციალის წინ წამოწევას ემსახურება - 9 ფინალისტი ჰყავს.

74 განაცხადიდან ინოვაციებისაა და ტექნოლოგიების სააგენტომ ყველაზე მაღალი კომერციალიზაციის შესაძლებლობის მქონე ავტორ-მეცნიერები უკვე შეარჩია, ამ ეტაპზე, თითოეულ პროექტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარეობს.

სააგენტო იმედოვნებს, რომ პროექტები კვლევით დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს, მეცნიერები კი თავიანთი ინტელექტუალური პროდუქტის მატერიალიზებულ შედეგებს მიიღებენ.

საერთო ჯამში, პროგრამა ინოვაციური ეკოსისტემის სამეცნიერო ტექნოლოგიებიდან მიღებული ეფექტის დანაკლისს შეავსებს.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP), რომელიც 2019 წლიდან მიმდინარეობს, რაც ქართველ მეცნიერებს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე შექმნილი გამოგონებებს კომერციალიზაციაში ეხმარება.

საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მარეგულირებელი შესაბამისი მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად ქართველ მეცნიერებს, ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში შემუშავებული სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ.

Businesspartner