ტექნოლოგიები
15/12/2022

Girls in Web3: GITA-ს მხარდაჭერით, ARRIVAL-ი ქართველ მეწარმე ქალებს მეტავერსში გაგაცნობთ

GITA -ს მხარდაჭერით, 24 დეკემბერს, ARRIVAL- ი კიდევ ერთ კონფერენციას უმასპინძლებს მეტავერსში. კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე და გაიმართება Spatial-ის მეტავერსში, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს მსოფლიო მასშტაბით ჩაერთონ ღონისძიებაში სახლიდან გაუსვლელად.

Girls in Web3 - Კკონფერენციის ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ Web3 სფეროში მოღვაწე ქართველი ქალი მეწარმეები, მათი პროექტები, და მათი წარმატების სტრატეგიები.

საღამოს სამი სპიკერი ეყოლება: ანი მანჯავიძე - Crosscreators-ის დამფუნებელი, ელენე ევსია - Anonymer-ის აღმასრულებელი მენეჯერი და მარიკა ხანთაძე - Mellow Morning-ის თანადამფუძნებელი. სპიკერები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებზე, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ღონისძიება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში, დამსწრეთათვის უფასოა, თუმცა ამისთვის წინაწარი რეგისტრაციაა საჭირო. Რრეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები შექმნიან 3D ავატარს, რომლის მეშვეობითაც შემოუერთდებიან კონფერენციას, მოახდენენ ინტერაქციას და სრულად იქნებიან ჩართული საღამოს მიმდინარეობაში.  ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია - bit.ly/3Fjr08E

Girls in Web3 ღონისძიების ორგანიზატორია ARRIVAL - პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.

 

 

Businesspartner