ტექნოლოგიები
21/05/2021

Google-ი ბოლოდროინდელი ძიებების წაშლას გაამარტივებს

ამერიკულმა კომპანია Google-მა, 18 მაისს დეველოპერების კონფერენციაზე, მომხმარებელთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული რამდენიმე ფუნქცია დააანონსა.

ერთ-ერთი მათგანი არის ბოლოდროინდელი ძიებების სწრაფად წაშლის შესაძლებლობა. ამისთვის, მომხმარებელს დასჭირდება დააჭიროს პროფილის ნიშანს, რათა მიიღოს წვდომა ბოლო 15 წუთის განმავლობაში არსებული ძიებების ისტორიის წაშლის ბრძანებაზე.

სერვისში Google Photo პაროლით დაცული ფოლდერების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდება. ასეთ ფოლდერებში დამალული სურათები გალერეასა და საერთო ალბომებში არ გამოჩნდება. თავდაპირველად ფუნქციია Google Pixel-ის სმარტფონებზე გამოჩნდება, შემდეგ კი ხელმისაწვდომი Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სხვა მოწყობილობებისთვისაც გახდება.

Google Maps- ში კი რუკების დათვალიერებსისას მდებარეობის ისტორიის გამორთვა გახდება შესაძლებელი.

Businesspartner