ტექნოლოგიები
22/11/2021

KUKA საქართველოში ინდუსტრიული რობოტექნიკის შემსწავლელი ცენტრის შექმნას გეგმავს

რობოტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანია KUKA საქართველოში ინდუსტრიული რობოტექნიკის შემსწავლელი ცენტრის შექმნას განიხილავს.

როგორც ქართული კომპანია „ჯორჯიან ფროდაქტსის“ დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, KUKA ტრენინგცენტრის შესაქმნებლად ინტენსიური სამუშაოების დაწყებას მომდევნო წლიდან აპირებს.

„KUKA-ს სურვილი აქვს შექმნას რობოტექნიკის სკოლა. მათ სურთ რეგიონული ტრენინგ ცენტრის შექმნა, სადაც გამოიზრდებიან ის ადამიანები, რომლებიც შემდგომ მომსახურებას გაუწევენ კომპანიებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონალური მასშტაბით, იქნება ეს თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში და სხვა ჩვენს ახლო მიმდებარე ქვქყნებს,“ - განაცხადა „ჯორჯიან ფროდაქტსის“ დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.

აღსანიშნავია, რომ ცხოველების ავეჯის მწარმოებელ კომპანია „ჯორჯიან ფროდაქტსი“ პირველი ქართული საწარმოა, სადაც წარმოების პროცესში რობოტები ჩაერთვებიან. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები