ტექნოლოგიები
22/06/2020

MAN, IVECO, FORD - ქართულ ჯარში ცნობილი ბრენდების ტექნიკა საბჭოურს ჩაანაცვლებს

ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ.

ახალი სპეც-ტექიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხემძღვანელმა პირებმა მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“-ის, იტალიური - „IVECO“ -ს და ამერიკული „FORD“ -ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულეის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.

თავდაცვის სამინისტრო ჯამში 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექიკას შეიძენს. სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

Businesspartner