ტექნოლოგიები
16/12/2020

მობილურ ოპერატორებს აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები შეუმცირდათ

მობილურ ოპერატორებს აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები შეუმცირდათ. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ოქტომბერში დაფიქსირებულმა კლებამ აბონენტების ნაწილში 2,7%, შემოსავლებში კი 1,1% შეადგინა.

ჯამში ოპერატორებმა ოქტომბერში 44 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. გაზრდილია ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები. ამ შემთვევაში აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 44 ათასით გაიზარდა. შემოსავლებში კი ზრდამ 463 ათასი ლარი შეადგინა.

Businesspartner