ტექნოლოგიები
29/09/2021

Phubber-ი "დაჭკვიანდა"

Phubber და MaxinAI უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების და დანერგვის მიმართულებით.

Phubber საქართველოში ყველაზე დიდი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიაა, რომლის მონაცემთა ბაზაში ნახევარ მილიონზე მეტი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დაგენერირდა, ამ პროდუქტების ფოტოების რაოდენობა კი 2,000,000-ზე მეტს აღწევს.

ამ სურათების გადამუშავებით, დახარისხებითა და ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნით ფაბერმა და MaxinAI-მ შეძლეს რამდენიმე პროდუქტის დანერგვა.

  1. სურათით ძიება - ისევე, როგორც Pinterest-სა თუ Google-ში, ახალ ფაბერშიც უკვე შეგიძლიათ სურათებით ძებნა. თუ მოგეწონათ ნივთი და არ იცით ზუსტად როგორ მოძებნოთ ფაბერში, ან რა პროდუქტები არის კატალოგში მსგავსი პარამეტრებით, შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი და ფაბერი ალგორითმი ყველაზე მიმსგავსებულ ფოტოებიან პროდუქტებს მოგიძებნით.
  2. მსგავსი პროდუქტები - ნებისმიერ პროდუქტზე შესვლისას ალგორითმი არა მარტო მოგიძებნით იმავე კატეგორიის პროდუქტებს, არამედ სურათების შედარების ტექნლოგიით დაგილაგებთ ყველაზე მსგავსიდან ნაკლებად მსგავსისკენ.
  3. ნივთის ატვირთვის გამარტივება - ფაბერში ნივთის განთავსების დროს ბალანსის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესი უნდა იყოს ინფორმატიული, რომ მყიდველისთვის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მოიცავდეს, ამავდროულად არ უნდა გაურთულოს გამყიდველს ნივთის განთავსება. შესაბამისად, რაც შეიძლება რომ ტექნოლოგიამ გააკეთოს ის უნდა დაავტომატიზდეს, მიმდინარე ვერსიაში ფაბერის ალგორითმი გამყიდველებს სექციის, კატეგორიის, ქვეკატეგორიისა და ფერი ველებს ავტომატურად შეუვსებს, რათა დაზოგოს მათი დრო და ენერგია.

 

გარდა არსებული ინსტრუმენტებისა, რომელიც ეხმარება მყიდველებსა და გამყიდველებს ნივთების ყიდვა-გაყიდვაში და წარმოადგენს ელ-კომერციის მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, ფაბერში აქტიურად მუშაობენ სოციალური ქსელის მიმართულების განვითარებაზეც. ისევე, როგორც TikTok-ში შეგვხვედრია, ფაბერის მთავარი გვერდი ორ ნაწილად გაიყოფა:

  1. თქვენზე მორგებული ფიდი, სადაც გამოჩნდება იმ მომხმარებლების, ბრენდებისა და ჰეშთეგების ნივთები, რომელბიც გამოიწერეთ.
  2. თქვენთვის - ფიდი სადაც გამოჩნდება ის ნივთები, რომლებსაც ფაბერისა და მაქსინ AI-ს ერთობლივი ალგორითმი შეარჩევს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე

ფაბერში თვლიან, რომ აპლიკაცია ყველა მომხმარებლისთვის უნდა გამოიყურებოდეს განსვხავებულად და უნდა იყოს მათზე მორგებული. როგორც კომპანიაში გვპირდებიან, პერსონალიზაცია მათი სტრატეგიის გრძელვადიანი მიმართულებაა და აქ ბევრს სიახლეს ვიხილავთ უახლოს მომავალში.

ასევე კომპანიაში აქტიურად მუშაობენ ავთენთიფიკაციის ავტომატიზაციაზე. უნდა შეიქმნას ყველა ბრენდისა და ყველა მოდელის დეტალური ბაზა, რომელთანაც მოხდება ატვირთული პროდუქტების შედარება და დამთხვევის კოეფიციენტის დათვლა ყველა დეტალის შესწავლით. ამ პროექტს რამდენიმე წელი დაჭირდება, მაგრამ ფაბერი სანდოობაზე დგას და კომპანია ამ მიმართულებით რესურსებს არ იშურებს.

აპლიკაციის ახალი ვერსია უკვე არის ხელმისაწვდომი App Store-სა და Google Play-ში. სულ მალე კიდევ უფრო ახალი ვერსია იქნება ხელმისაწვოდმი, სადაც ფაბერი უკვე რამდენიმე ბაზრის მომსახურების ფუნქციონალს ჩააშენებს, რომლითაც ისინი პირველ შეკვეთას მიიღებენ უკრაინაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022