ტექნოლოგიები
27/01/2023

საბაჟოს ახალი თანამშრომელი - რობოტი ეყოლება

თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში საბაჟოზე ახალი დასაქმებული - რობოტი გამოჩნდება.

ეს იქნება რობოტი, რომელიც მიიღებს დოკუმენტებს, მოახდენს მათ სკანირებას, ამობეჭდავს, ასევე წაიკითხავს და დაამუშავებს პირის იდენტიფიცირებისთვის ID ბარათის მონაცემებს. ასევე, რობოტის ფუნქცია იქნება ინტეგრაცია პროგრამულ რობოტებთან და სხვა მონაცემთა ბაზასთანაც. ხელოვნური ინტელექტის და რობოტიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზანი თანამედროვე მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაა. 

საკითხთან დაკავშირებით გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ისაუბრა.

"ვვარაუდობთ, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში რობოტი შეძლებს მუშაობის დაწყებას. პირველ ეტაპზე, რობოტი ავტომატურად შეძლებს ექსპორტის დეკლარაციების დიდი ნაწილის დასრულებას. ფაქტობრივად, ფიზიკურად მას ექნება მიიღოს დოკუმენტაცია და 2 წუთში დაუბრუნებს გადამხდელს განბაჟებულ ექსპორტის დეკლარაციას. ამავე დროს, უკვე ფაქტობრივად, დასრულებულია ყვითელ დერეფანში გადახდით მოხვედრილი ტვირთების ავტომატურ რეჟიმში დასრულება",- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ. 

აღსანიშნავია, რომ უკვე 4 თვეა საბაჟო დეპარტამენტში ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ფუნქცინირებს. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა სფერო მთლიანად თუ არა ნაწილობრივ ციფრულ პლატფორმაზე გადადის, გამონაკლისი არც საბაჟოა, სადაც მიაჩნიათ, რომ დიგიტალიზაცია გააუმჯობესებს საბაჟო კონრტოლის ეფექტიან მუშაოაბს.

"შემოსავლების სამსახურში სერვისების 90%-ზე მეტი ელექტრონულია. თუმცა, მაინც შევეცადეთ, რომ საბაჟოს ნაწილში შეგვექმნა ვირტუალური გაფორმების ელექტრონული ზონა. ანუ, იქ, სადაც მოიყრიდა თავს ყველა ელექტრონული სერვისი. მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი ტვირთების განბაჟება. კომპანიის წარმომადგენლები ელექტრონულად აგზავნიან დოკუმენტაციას და ელექტრონული გეზის თანამშრომელი ადეკლარირებს ამ დოკუმენტებს. შესაბამისად, საქონელი ისე ბაჟდება, რომ კომპანიის წარმომადგენელს ადგილზე მისვლა არ სჭირდება. ამით გადამხდელი ზოგავს დროსა და ფინანსურ რესურსს",- აღნიშნა ხუნდაძემ. 

Businesspartner