ტურიზმი
17/09/2020

1-ელი ოქტომბრიდან Wizz Air-ი რიგა-ქუთაისის მიმართულებას აღადგენს

პრემიერი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი რესისის გახსნას 1-ელი ოქტომბრისთვის აანონსებს.

„ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულებით, პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. გადავწყვიტეთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად.

ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, air france, Airbaltic, ასევე ეროვნული გადამზიდავისთვის.

Businesspartner