ტურიზმი
20/10/2020

10 ქალაქი, რომელთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები აღდგება

მთავრობა, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეგულარულ რეისებზე შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით უკვე შევიდა.

თბილისის აეროპორტიდან მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს, 1-ელი ნოემბრიდან დაემატება პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები:

  • დოჰა (ICAO-ის კოდი  OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ის კოდი  EPWA);
  • ათენი (ICAO-ის კოდი  LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი  EHAM);
  • ვენა (ICAO-ის კოდი  LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ის კოდი  EDDB);
  • მილანი (ICAO-ის კოდი  LIME);

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს რიგის მიმართულებას ასევე 1-ელი ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები:

  • კატოვიცე (ICAO-ის კოდი  EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ის კოდი  EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ის კოდი  EDLW).
Businesspartner