ტურიზმი
13/03/2023

2023-25 წლებში საქართველოში 292 სასტუმრო აშენდება

2023-25 წლებში საქართველოში 292 ახალი სასტუმრო აშენდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,ყველაზე მეტი განთავსების ობიექტი  ექსპლუატაციაში თბილისში შევა. ჯამში, დედაქალაქში 65 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი. სამცხე-ჯავახეთს 47, ხოლო აჭარას 46 განთავსების ობიექტი შეემატება.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც ყველაზე ცოტა სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, აქ პირველ ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ 5 განთავსების ობიექტის გეგმაა, შიდა ქართლშ კი 6. 2023-25 წლებში ახალი სასტუმროების მშენებლობის დასრულების შედეგად, საქართველოს ტურიზმის სექტორში დამატებით 33 729 საწოლი ადგილი გაჩნდება.

ოთახების რაოდენობა კი წინასწარი გათვლებით, 17 000-მდე იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები