ტურიზმი
05/02/2021

4 სეზონის საუკეთესო სასტუმრო მთაში - ბორჯომი-ლიკანი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

„საპარნტიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია.

სასტუმრომ ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში“ გაიმარჯვა.

პანდემიით გათვალისწინებული გარემოებების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ პრიზი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორს, კობა აბულაძეს „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გადასცა.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-აქციების მფლობელია.

Businesspartner