ტურიზმი
30/06/2020

აბასთუმანში 41 ისტორიული სახლი და როშას პარკი განახლდება - ტენდერი მალე გამოცხადდება

კურორტი აბასთუმანის განახლების მეორე ეტაპის ტენდერები ზაფხულის ბოლომდე გამოცხადდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტზე დამატებით, 41 ისტორიული სახლის და ცენტრალური პარკის (როშა) განახლებას აანონსებს. 

მაღალმთიან კურორტზე 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ასევე აღდგა ძველი საბაგირო და განახლდა ობსერვატორიის ინფრასტრუქტურაც.

მოხდება წყალკანალის ინფრასტრუქტურის განვითარება, ბილიკებისა და გზების განახლება.

როგორც „ბიზნესპარტნიორში“ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დავით ტაბიძემ განაცხადა დაახლოებით 1.5-2 წელია საჭირო, კურორტის სრული განახლებისთვის.

დავით ტაბიძის თქმით, ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ურბანული განახლების პროგრამა.

„პროგრამები მოიცავს მთელი ინფრქსტრუქტურის თავიდან შექმნას, ეს არ არის მხოლოდ ფასადების რეაბილიტაცია, ამ ადგილებში მოწესრიგება ყველა საინჟინრო კომუნიკაცია. ასეთი პროგრამა გვაქვს თელავში, მესტიაში, ვახორციელებთ გორის ცენტრალური უბანის და პარკის განახლებას და აბასთუმანში ვაგრძელებთ პროექტებს“, - აღნიშნა დავით ტაბიძემ.

Businesspartner