ტურიზმი
21/08/2020

აგვისტოში დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები 30-50%-ით შემცირდა

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით, მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 6%-ია, ზღვისპირეთში 15%, კახეთში 32% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 22% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის  ჩათვლით)

კვლევის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა. აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო შემცირებულია თბილისის (-3 პპ)სასტუმროებისთვის ძირითადად პრე-ჩOVID ჯავშნების გაუქმების გამო.

ამასთან,გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (54% და 41%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის უცვლელი დარჩა (24%).

გარდა ამისა, დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში მეტწილად 30-50%-ით არის შემცირებული.

 

Businesspartner