ტურიზმი
15/04/2021

Air Astana ალმაატიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Air Astana 15 მაისიდან ალმაატადან ბათუმის მიმართულებით ახალ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ფრენები Airbus A320-ით კვირაში 3-ჯერ შესრულდება.
 
უკვე გაყიდვაშია ავიაბილეთები, ორივე მიმართულებით ფასი დაახლოებით 1047 ლარია.
 
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის Air Astana ალმაატადან თბილისის მიმართულებით კვირაში 3 რეისს ახორციელებს, 15 მაისიდან კი ფრენების დაწყებას გეგმავს ალამატადან ბათუმის მიმართულებით, კვირაში ასევე 3-ჯერ. რეისები AIRBUS A320 ტიპის ხომალდით შესრულდება.
 
ეკონომკლასის ბილეთების ფასი ორივე მიმართულებით 1200 ლარია.
 
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ავიაკომპანია რეისებს  თბილისის მიმართულებით ალმაატადან კვირაში 5-ჯერ, ნურსულთანიდან კი 2-ჯერ ასრულებდა. კომპანია ქართულ საავიაციო ბაზარზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ ხნის განმავლობაში 450 000 მგზავრს მოემსახურა. ფრენებს Embraer-ის და Airbus 320-ი ასრულებდა.
 
აღსანიშნავია, რომ 2 მაისიდან ავიაკომპანია FlyArystan ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ნურსულთანიდან, ატირაუდან და აქტაუდან შეასრულებს. მთლიანობაში კვირაში 6 რეისი შესრულდება.
Businesspartner

მთავარი სიახლეები