ტურიზმი
06/08/2020

airBaltic-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით,  რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა.

აეროპორტში მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:
რიგა – თბილისი | ყოველ ოთხშაბათს
თბილისი – რიგა | ყოველ ხუთშაბათს

20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება:
რიგა – თბილისი | ოთხშაბათსა და კვირას
თბილისი – რიგა | ხუთშაბათსა და ორშაბათს

ფრენები Airbus A 220 – 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Businesspartner