ტურიზმი
08/07/2020

ალიანს პალასი პირველ სტუმრებს 15 ივლისიდან მიიღებს

ალიანს ჯგუფი კორონავირუსის მიუხედავად გეგმებს არ ცვლის და საინვესტიციო პროექტებს განაგრძობს.

ალიანს პალასი აპარტამენტებში პირველ სტუმრებს 15 ივლისიდან მიიღებს. კომპლექსის მშენებლობა წელს დასრულდა, 41 სართულიანი ნაგებობა ჯამში 1100 აპარტამენტს მოიცავს. 1-7 სართულზე Courtyard By Marriott განთავსდება, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას და 150 ნომერს გააერთიანებს.

კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი” ბათუმის ბულვარში 2022 წლისთვის გაიხსნება. 54-სართულიან შენობაში საერთაშორისო ბრენდი “მარიოტი” ხუთვარსკვლავიან სასტურმოს განათავსებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი დოლარია.

რაც შეეხება თბილისს. "ალიანს ჰაილაინი" მშენებარე პროექტია, რომლის დასრულებაც ასევე 2022 წელს მოხდება. აქვე მოეწყობა საერთაშორისო ბრენდის "ვინდემ გარდენი" სასტუმრო. 40 33 და 26 სართულიანი შენობების საინვესტიციო ღირებულება ჯამში 75 მილიონი დოლარია.

Businesspartner