ტურიზმი
19/05/2022

"აპრილის პოზიტიური შედეგი გარანტიას იძლევა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები წელს კიდევ უფრო გაიზრდება"

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები იზრდება, აპრილის მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, თუმცა 2021 წლის მონაცემებს 278%-ით აჭარბებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მედეა ჯანიაშვილს პარილის მონაცემები იმედს აძლევს, რომ შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

„ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო მოგზაურების კუთხით ტურისტების წილი იყოს რაც შეიძლება მაღალი, რაც ავტომატურად აისახება მიღებულ შემოსავლებზე. ამის კარგი მაგალითია იანვარი-აპრილის თვის მონაცემები, როდესაც 70%-ს მიაღწია შემოსავლების აღდგენამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. აპრილში ჩვენ იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.  

საქართველომ 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან 582 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, პანდემიამდელ მაჩვენებლთან შედარებით 69%-იანი აღდგენაა. 2021 წლის იანვრ-აპრილთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 463%-ით (478,886,422 მლნ დოლარი) არის გაზრდილი.

მხოლოდ აპრილში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 188,588 მლნ დოლარის შემოსავლი მიიღო, 2019 წლის მაჩვენებლის 70.6% აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 278.2%-ით (138,729 მლნ დოლარი).

Businesspartner