ტურიზმი
18/05/2022

აპრილში საქართველოს 214 600-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

2022 წლის აპრილში საქართველოს 214 644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39%.

"გალტ & თაგარტის" ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა.

ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის მხოლოდ 16% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო.

კვლევის მიხედვით, აპრილში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთი, ჯამური რაოდენობის 16.8%-ით ლიდერობდა, შემდეგ მოდის რუსეთი 15.6%–ით და სომხეთი 15.%–ითა.

მნიშვნელოვანია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.

Businesspartner