ტურიზმი
14/04/2021

ავიაკომპანია FlyArystan საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს

ავიაკომპანია FlyArystan საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს.

პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი მიმართულებით აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი შესრულდება.

ავიაკომპანია 2 მაისიდან ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-აქტაუ და ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით შეასრულებს, 4 მაისიდან კი ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით განხორციელდება.

"დამატებით 2 საჰაერო ხომალდის შეძენის შესადეგად ჩვენი საერთაშორისო რეისები რამდენიმე მარშრიტით შევავსეთ. არჩევანი საქართველოს, კერძოდ, ქუთაისის არჩევა შემთხვევითი არ იყო, ეს არის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის ქალაქი, ბათუმიდან სულ რაღაც 2-3 საათის სავალზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებიც თავის შვებულებას წინასწარ დაგეგმავს, სიამოვნებას მიირებენ რპგპრც მზიური და გემრიელი საქართველოთი, ასევე FlyArystan-ის მომსახურებით", - განმარტავს Forbes.kz-თან ლოუკოსტერის კომერციული დირექტორი ჟანარ ჟაილაუოვა.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია ავიარეისებს ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები