ტურიზმი
05/08/2020

ავიარეისების მგზავრების 3/4 უცხოელი ტურისტებია – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, რაც მიმდინარე ავიარესიების დადებითი შედეგია.

„ავიარეისების უდიდესი უმრავლესობა – მგზავრების სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიოტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner