ტურიზმი
14/01/2021

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლამდე საქართველოს მოქალაქეებმა ონლაინ-რეგისტრაცია უნდა გაიარონ

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 15 იანვრიდან ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია და თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი, ან ელ. ფორმით.

ამავდრპულად ავსტრიაში შესვლის შემდეგ მოქალაქეები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია მეხუთე დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

განკარგულება არ ეხება ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ განკარგულების თანახმადვე, გამონალისის სახით დაიშვებიან ავსტრიის ტერიტორიაზე (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, საქმიანი ვიზიტი და სხვ.).

საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები