ტურიზმი
17/05/2022

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის იანვარში გაიხსნება

სასტუმროების ქსელი „მგზავრების“ ბრენდი „ლაბაუ“  პირველ სტუმრებს 2023 წლის იანვარში მიიღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ, მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, ამჟამად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სასტუმროს გახსნა 2022 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის დროს სამუშოების ტემპი დაბალი იყო და ობიექტის გახსნის თარიღიც დაკორექტირდა.

სასტუმროში 125 მაღალი კლასის ნომერი იქნება.

გარდა ამისა, სასტუმროს აქვს 3 ჰა დაცული ტერიტორია, მოეწყობა ღია და დახურული აუზები; ფიტნეს და სპა ცენტრი, ასევე სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები. 

კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.

როგორც მანუსაჩიანი აცხადებს, პროექტში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მისი განცხადებით, პროექტის კონცეფცია მომხმარებლებისთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შეთავაზებაა, რომელსაც შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა ექნება. მანუსაჩიანი განმარტავს, რომ ეს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე სიახლეა. კერძოდ, კომპანია ყიდის სასტუმროს ნომრების 40%-ს, რაც მესაკუთრეს სასტუმროს მეწილედ აქცევს. 

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

"მგზავრებს" განახორციელებული აქვს 11 პროექტი ბაკურიანში; 4 პროექტი ბათუმის სანაპიროზე (გონიო); 1 პროექტი  გუდაურში; 2 პროექტი ბათუმში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები