ტურიზმი
08/06/2021

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდა

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდა.

ბათუმი პირველია საქართველოს ქალაქებს შორის, რომელიც მსოფლიოს 245 ქალაქს შორის ამ ქსელში მოხვდა.

UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა. მისი მიზანი იმ ქალაქების თანამშრომლობაა, რომლებიც ურბანული განვითარების მდგრადობის სტრატეგიულ ფაქტორად კრეატიულობას მიიჩნევენ.

შეთანხმება მხარეებს შორის პარიზში მოხდა. ქართული მხარე ფიქრობს, რომ ეს მიღწევა ქვეყნის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს მსოფლიო რუკაზე ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები