ტურიზმი
23/02/2023

biliki: ბოლო ერთ წელში ციფრული ტურების რაოდენობა 120%-ით გაიზარდა

აპლიკაცია Biliki-ში განთავსებული ციფრული ტურების რაოდენობა 120%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აპლიკაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც პოპულარულია. მისივე განცხადებით, აპლიკაციის მომხარებელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

"ჯამში დაახლოებით 15 000 ზე მეტი აქტიური მომხმარებელი გვყავს. 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ის, რომ საქართველოს გარდა ტურისტული პოტენციალის ათვისება 11 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.

მომხმარებლებმა დაიწყეს იტალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში Biliki-ს გამოყენება.

დღესდღეობით,დაახლოებით 50-ზე მეტი აქტიური მოთამაშეა ჩართული აპლიკაციაში და 2000 ზე მეტი რეგისტრირებული ბიზნესი, რაც ნიშნავს, რომ სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და სხვა ნებისმიერი ტურისტული ადგილები განთავსებულია "ბილიკში". დაახლოებით 50%-იანი ზრდა გვაქვს მცირე თუ საშაულო საწარმოების,"-აცხადებს თორნიკე ცირამუა.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია 2020 წელს შეიქმნა, რომელიც მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ, აირჩიონ და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ასევე მათ საშუალება აქვთ შექმნან და გაყიდონ ტურები.

Businesspartner