ტურიზმი
19/05/2022

ბორჯომი ლიკანი: მაისის დატვირთულობამ მოლოდინს გადააჭარბა

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომს ნეგატიური გავლენა  სასტუმროს დატვირთვაზე განსაკუთრებით მარტსა და აპრილის თვეებში ჰქონდა. თუმცა, ზაფხულის პერიოდზე მოთხოვნა არის და მაისის შედეგებმაც მოლოდინს გადააჭარბა. ​

„რაც შეეხება არსებულ ვითარებას, გვაქვს ჯავშნები, ძირითადად მიმდინარე თვეზე და ზაფხულის პერიოდზე. დამსვენებლები არიან საქართველოდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ევროპელი ტურისტებიც გვყავს თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით,”-აცხადებს ნადარეიშვილი.

კითხვაზე, ამჟამინდელი აქტივობა და ჯავშნების რაოდენობა  იდენტურია თუ არა პანდემიამდელი მაჩვენებლის, ნადარეიშვილი განმარტავს, რომ მიმდინარე თვის მონაცემი  2019 წლის მაისი თვის მონაცემებს აჭარბებს. 

„2021 წელს სასტუმროს შემოსავლებმა ბევრად გადააჭარბა პანდემიამდელ 2019 წლის შემოსავლებს, შესაბამისად 2021 წელი სასტუმრომ მნიშვნელოვანი საოპერაციო მოგებით დაასრულა. ამდენად, წელსაც იგივეს ველოდებით,”-აცხადებს ნადარეიშვილი.

Businesspartner