ტურიზმი
17/09/2021

ბუნებრივ პირობებში დაძველებული ღვინო - თეთრა მღვიმის ინოვაციური დეგუსტაცია

თეთრა მღვიმე ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს. იქვე მოწყობილია მარნის კუთხე, სადაც ვიზიტორებს ქართული ღვინის ისტორიის შესახებ უყვებიან.

შეთავაზების უნიკალურობაა ისააა, რომ თვითონ მღვიმე ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველების შესაძლებლობას ქმნის. 

როგორც “ბიზნესპარტნიორს“ თეთრა მღვიმის დირექტორმა გიორგი ტყაბლაძემ განუცხადა, მღვიმეში სადეგუსტაციოდ მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო შედის, რომელიც რეგისტრირებულია მეღვინეთა ასოციაციაში, შემოწმებულია სომელიეთა ასოციაციის მიერ. გავლილი აქვს ლაბორატორილი შემოწმება და შეფასებულია 90 ქულაზე ზემოთ.

თეთრა მღვიმე ამ ეტაპზე თანამშრომლობს "ჭური ჩინებულთან". ეს არის მეღვინეობა იმერეთში, რომელიც იწარმოება სოფელ სვირში.

“სამი სახეობის ღვინოს ვთავაზობთ - კრახუნა, ოცხანური საფერე და იმერული სადესერტო, სპეციალურად ახალი დამზადებული ღვინო, შედგება სამი კომპონენტისგან - კრახუნა, ციცკა და ცოლიკაურის ნაზავი. ძალიან გემრიელი ღვინოებია. ეს პროდუქცია იყიდება მხოლოდ 8000 მოსავალში, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოებია და ჩვენთან“, - აღნიშნა გიორგი ტყაბლაძემ.

მისი თქმით, მღვიმეში სხვა მაღალხარისხიანი ღვინოების შეტანაც იგეგმება.

“გვექნება კვირეულები. ანუ, 1 კვირის მანძილზე ჭური ჩინებულის ღვინო. მეორე კვირის მანძილზე სხვა ბრენდული ორგანიზაციის ღვინო, მესამე კვირის მანძილზე სხვა და ა.შ“,- აცხადებს გიორგი ტყაბლაძე.

Businesspartner