ტურიზმი
05/08/2021

"ჩემი ზაფხული აქ არის" - MY.GE & Visa-ს ახალი კამპანია ტურიზმის მხარდასაჭერად

Mytravel კამპანიის ფარგლებში ქმნის საქართველოს ახალ ციფრული იდენტობას, რომელიც საფოსტო მარკებად და სტიკერებად იქცა, რომელიც FB თუ IG სთორებში და პოსტებში შენს ციფრულ სივრცეს გაალამაზებს. ხოლო, მარკებს მიიღებს თითოეული მომხმარებელი, რომელიც აგვისტოს განმავლობაში დაჯავშნის სახლს თუ სასტუმროს.

ბიუჯეტური საერთაშორისო ავიახაზების განვითარებასთან ერთად და დასვალეთთან ინტეგრაციის შედეგად, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად გვემოგზაურა საზღვარგარეთ და გაგვეცნო ახალი კულტურები. თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი გართულდა და დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა. ცხადი გახდა რომ, ის ყველაფერი რასაც შორეულ მხარეებში ვეძებდით და გვაბედნიერებდა, ჩვენსავე სამშობლოში გვქონია. ამაში თვალნათლივ ჩვენ დაგარწმუნებთ.

Mytravel კამპანიის ფარგლებში ქმნის საქართველოს ახალ ციფრული იდენტობას, რომელიც საფოსტო მარკებად და სტიკერებად იქცა, რომელიც FB თუ IG სთორებში და პოსტებში შენს ციფრულ სივრცეს გაალამაზებს. ხოლო, მარკებს მიიღებს თითოეული მომხმარებელი, რომელიც აგვისტოს განმავლობაში დაჯავშნის სახლს თუ სასტუმროს.

ასევე, შემოგთავაზებთ სტატიებს ციკლს, რომელიც დაგეხმარება სასურველი ლოკაციის შერჩევაში, ზუსტი ადგილმდებარეობის თუ გზების მოძებნაში და მოგცემს ლოკაციასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო რეკომენდაციას.

Mytravel-ზე, ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელიც შეგიძლია შენს ციფრულ წინამძღოლად აქციო. თუ გაქვს საოცნებო ადგილი დედამიწის რომელიმე წერტილში, AI დაამუშავებს მონაცემებს და ანალიზის საფუძველზე, გაპოვნინებს მის ანალოგს აქვე, საქართველოში. ასევე, შეგიძლიაბედს მიენდო და შემთხვევითობის პრინციპით მიიღო რეკომენდაცია ჩვენი ჭკვიანი რობოტისგან.

„საქართველოში აქტიურად ვმოგზაურობ მოტოციკლით, რა დროსაც ხშირად მიფიქრია, რომ დედამიწის ეს პატარა რეგიონი, მთელი გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვნებას მოიცავს. აქ ყველაფერს იპოვი, რასაც შეიძლება სხვა ქვეყნებში ეძებდე. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კამპანია, რომელიც ასახავდა ამ იდეას, თითოეულ ადამიანს შეუძლია იპოვოს საქარველოში შორეული ოცნება და აქვე აიხდინოს ის“, - ამბობს მურთაზ ფუტკარაძე.

გასულ წელს, რთული 2020-ის დასაძლევად, Myhome-მა Visa-სთან ერთად შექმნა კამპანია - „შენი ზაფხული აქ არის“, რომელმაც გაიმარჯვა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კატეგორიაში THE BEST PR CAMPAIGN FOR SUPPORTING DOMESTIC TOURISM. საქართველოს დამალული მარგალიტების შესახებ ვუამბეთ 2 მილიონამდე ადამიანს, ხოლო, მოთხოვნა ტურისტულ ქონებაზე 35%-ით გაიზარდა ზაფხულის განმავლობაში.

”ჩვენ მოხარულნი ვართ Mytravel - თან ერთად ახალი პროექტის დაწყებით. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ჩავუშვით მომხმარებელზე ორიენტირებული, მოსახერხებელი პლატფორმა მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, თუმცა დაგეგმვას სირთულეებთან აკავშირებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმისინდუსტრიის განვითარებას საქართველოში, შევუქმნათ მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება ვებ-გვერდზე უძრავი ქონების მოძებნა-დაჯავშნისას და Visa ბარათით გადახდისას, სპეციალური პირობების მიღებით. პლატფორმა ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რათა აღმოაჩინონ დღემდე შეუცნობელი საქართველო, დედამიწის ის უმცირესი ნაწილი, მთელი სამყაროს სიმდიდრეს რომ აერთიანებს,” - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

MY.GE-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ტურისტული ბინესების მხარდაჭერა, ამიტომ 2020-ის მსგავსად დავუმეგობრდით Visa-ს. ამ წელს კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს და შემოგთავაზებთ მრავალ სიახლეს. ხოლო,Visa ბარათით გადახდისას მიიღებს 30% ფასდაკლებას, მაქსიმუმ 150₾-ის და სასიამოვნო მოულოდნელ საჩუქრებს.

Businesspartner