ტურიზმი
13/01/2022

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi 2023 წელს გაიხსნება

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებლი კომპანია kala Ubani-ა. პროექტი, 67 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში განთავსდება.

ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა,ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია შპს სპექტრუმი ავითარებს  სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს. პროექტის საერთო ფართი 4,000 კვ.მ-ია.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია.

„თბილისის ძველი უბნის შუაგულში ახალი პროექტის დაწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. საქართველო უნიკალური ქვეყანაა შეუზღუდავი ტურისტული პოტენციალით და გამორჩეული ხასიათით, რომელიც იდეალურად ერგება Ibis Styles-ის ბრენდის იდენტობას. გვინდა, რომ  სასტუმრო Ibis Styles-მა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭროს თბილისის სასტუმროს ბაზარზე. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ მართლაც ნათელი და ელეგანტური სასტუმრო“, - აცხადებს  Accor-ის გენერალურმა დირექტორმა რუსეთის, საქართველოს, უკრაინის და დსთ-ს ქვეყნებში ალექსის დელაროფი.

პროექტის მენეჯმენტ კომპანია შპს PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი  “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ Accor-თან მუშაობა დიდი პრივილეგიაა. „მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ეს  ადგილი გახდეს მიმზიდველ მოგზაურებისთვის,“ - აცხადებს გადაევი.

Ibis Styles Old Tbilisi-ში სასტუმროს გარდა განთავსდება რესტორანი და ბარი.

Ibis Styles ზოგადად ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია,როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა.AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.

Businesspartner