ტურიზმი
19/07/2021

ეკონომიკის სამინისტრო 2025 წელს ტურიზმიდან $4.2 მლრდ-ის შემოსავალს ელის

ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს, რომ 2025 წელს ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავლებმა $4.2-ს, ხოლო 2030 წელს ამ რიცხვმა $6.5 მილიარდს უნდა მიაღწიოს.

ამ გეგმის შესრულება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყანა 2025 წელს 10 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წელს 13 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლებს.

"2019 წელს ჩვენ ტურიზმიდან ეკონომიკაში $3.3 მილიარდი მივიღეთ. 2025 წელს ჩვენ უნდა მივიღოთ $4.2 მილიარდი, ხოლო 2030 წელს $6.5 მილიარდი. ამას მივაღწევთ, თუ ჩვენ 2025 წელს ვუმასპინძლებთ 10 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, ხოლო 2030 წელს 13 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს. მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, თუ არ გაიზრდება საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტორზე 2030 წლისთვის $500-მდე, ხოლო 2025 წელს $430-მდე. ასევე უნდა გაიზარდოს საშუალო ღამის თევების რაოდენობა. 2025 წელს ეს 5 ღამე უნდა იყოს, ხოლო 2030 წელს უნდა გახდეს 6 ღამე",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილი პარლამენტში 2020 წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატებს სამომავლო გეგმებს აცნობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები