ტურიზმი
05/01/2021

EUROCONTROL: 2021 წელი გვაძლევს ოქროს შესაძლებლობას შევქმნათ უკეთესი ევროპული ავიაცია

კოვიდ პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში არსებული უდიდესი ზარალის მიუხედავად, EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"2021 წელი იძლევა ოქროს შესაძლებლობას უკეთესი ევროპული ავიაციის შექმნისთვის, არსებული პრობლემების სასწრაფოდ მოგვარების გზით", - განმარტავს ეამონ ბრენანი ორგანიზაციის უახლეს კვლევაში.

EUROCONTROL-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საერთო ჯამში, ავიაკომპანიების ზარალი 56,2 მლრდ ევროა, აეროპორტებმა და ANSP–ებმა (საავიაციო პროვაიდერებისათვის) 1,7 მლრდ-ზე ნაკლები მგზავრი გადიყვანეს, შესრულდა 6,1 მლნ-ით ნაკლები ფრენა, რაც 55%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ მოსახლეობის გამოჯანმრთელების ტემპი 2021 წელს გაიზრდება, რადგან ვაქცინა მთელს მსოფლიოში გავრცელდება. ამასთან, აშკარაა, რომ საავიაციო სექტორს მომდევნო წლებში ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. თუ ჩვენ 2021 წელს უკეთესი ავიაციის შექმნა გვსურს, უნდა დავიწყოთ ძირითადი საკითხების მოგვარება, როგორიცაა საავიაციო სისტემის დაფინანსების, რეგულირებისა და ინტეგრირების გზა,“– აღნიშნა ეამონ ბრენანმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები