ტურიზმი
30/09/2022

ფინელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ფინეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ.

პრეს-ტურის ფარგლებში სამოგზაურო ჟურნალის Matka-ს,  Alma Media-ს,  Otava Media-ს და სხვა გამოცემების ჟურნალისტები თბილისს, სიღნაღს, ყვარელს, ალავერდს, წინანდალს, მცხეთას, ანანურსა და სტეფანწმინდას ესტუმრნენ. პრეს-ტურის ფარგლებში  საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის, სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება.

პრეს-ტურის მიზანია ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.

Businesspartner