ტურიზმი
10/12/2021

Flydubai საქართველოს მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს

მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების სიხშირეს გაზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, დუბაისა და თბილისს შორის 51 დამატებითი რეგულარულ ფრენა შესრულდება. ჯამურად, ავიაკომპანია ყოველდღიურად, დღეში რამდენიმე რეისს შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Flydubai-ს აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისების შესრულების ნებართვა 9 დეკემბერს მიანიჭა.

გასათვალისწინებელია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს ავიაცია მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

Businesspartner