ტურიზმი
07/02/2021

flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს.

როგორც flydubai-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტი კომპანია Voyager-ში განმარტავენ, 19 თებერვლიდან flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.

დუბაი-თბილისი 12:30 – 16:00 საათი;

თბილისი-დუბაი 17:00 – 20:20 საათი.

Businesspartner