ტურიზმი
04/09/2020

გაიყიდება თუ არა სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანი" დღეს გაირკვევა

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აუქციონი დღეს არის ჩანიშნული. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი დაინტერესდება თუ არა ვინმე უკვე მეორედ გამოტანილ აუქციონზე.

"საპარტნიორო ფონდმა" ობიექტი აუქციონზე ამჯერად 30 მლნ დოლარად გამოიტანა.

პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანზე“ ფონდმა 2019 წლის დეკემბერში ჩაატარა, მაშინ საწყისი 37,5 მლნ დოლარი იყო, სასტუმროს შეძენით მაშინ არავინ დაინტერესებულა.

სასტუმროს კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.

„საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234 ათასი კვ.მ. 

შეგახსენებთ, რომ ფონდი სასტუმროს 100%-იანი წილის მფლობელი 2018 წელს გახდა როდესაც „ბორჯომი ლიკანი“ ყაზახური მხარისგან გამოისყიდა, მანამდე მისი წილი სასტუმროში 50% იყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები