ტურიზმი
17/07/2020

გახანგრძლივებული შვებულება, ტურისტული პლატფორმის შექმნა - რას გვირჩევს ელჩი

საქართველომ ტურისტების მოსაზიდად საინფორმაციო პლატფორმა უნდა შექმნას, სადაც თითოეულ რეგიონზე ამომწურავი ინფორმაცია განთავსდება, ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა განაცხადა.

ფატმა სერენ იაზგანი ამბობს, რომ ამით, ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზაციაც მოხდება. 

ელჩის  შეფასებით,  საჭიროა ახალი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული ტურების შექმნა, რათა საქართველოში მოგზაურობა უფრო მომხიბვლელი და საინტერესო  გახდეს. ამასთან, თურქეთის ელჩი საქართველოში ადგილობრივებს გაერთიანებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით საერთო საქმის კეთებისკენაც მოუწოდებს. მთავრობას  კი ურჩევს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულებს შვებულების დღეები გაუხანგრძლივოს, რა დროსაც ისინი საქართველოში ტურისტულ მოგზაურობას მოახმარენ.  

Businesspartner