ტურიზმი
10/06/2021

Galt & Taggart: ივნისიდან ტურიზმიდან შემოსავალი თვეში 100 მლნ-ს გადააჭარბებს

„გალტ ენდ თაგარტი“ ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელის.

როგორც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მათი პროგნოზით, 2021 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 1.2 მლრდ დოლარს მიაღწევს, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ტურიზმიდან  2019 წლის მაჩვენებლის (3.2 მლრდ) დაახლოებით, 37%-ს მიიღებს.

„მარტიდან ვხედავთ მზარდ ტურისტულ ნაკადებს და შემოსავლებს. მაგალითად, მარტში, ტურიზმიდან შემოსავალი 30 მლნ იყო, აპრილში 50 მლნ, მაისში, ჩვენი შეფასებით, შემოსავალი ტურიზმიდან 70 მლნ იქნება და ივნისში, უკვე გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და არ არის გამორიცხული, შემოსავალი 100 მლნ დოლარზე მეტი დაგენერირდეს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ბოლო დღეებში არსებული ტრენდი თუ შენარჩუნდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 30% იქნება ვაქცინირებული, რაც ტურიზმის აღდგენისთვის  კარგ სიგნალს ნიშნავს და  დადებით მოლოდინებს ქმნის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები