ტურიზმი
06/03/2023

GALT&TAGGART: 2 თვეში საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები 177%-ით გაიზარდა

2023 წლის პირველ 2 თვეში საქართველოში ტურიზმის შემოსავლებმა 607 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 177%-ით მეტია.

GALT&TAGGART-ის მიმოხილვით, 2023 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა და 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. საერთო ჯამში, 2022 წელს საქართველოში 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

Businesspartner