ტურიზმი
12/06/2021

"GDG ჯგუფმა" ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 1 წლით გადადო

ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 1 წლით გადაიდო.

როგორც GDG ჯგუფის ხელმძღვანელი, ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადავადდა.

როგორც წაქაძე აცხადებს, უკვე დასრულებულია შავი კარკასის სამუშოები, დაახლოებით 1 თვეში კი კომპანია თეთრ კარკასზე დაიწყებს მუშაობას. სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

წაქაძე აცხადებს, რომ სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული. მათ შორისაა Mariott-ი, Best Western-ი და Colliers International-ი.

120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება.

Businesspartner