ტურიზმი
03/08/2020

Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის ავიარეისებს 10 აგვისტოდან შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით,  Georgian Airways-ი ფრენებს 10 აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, განახორციელებს. 

Georgian Airways-ის ინფორმაციით, ბილეთის ფასი (ერთი გზა) 99 ლარიდანაა. 

 

Businesspartner