ტურიზმი
29/06/2020

Georgian Airways-ი თბილისი-ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს 3 ივლისს შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს 3 ივლისს განახორციელებს.

ჩარტერული რეისის შესრულებაზე ავიაკომპანიაზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გრაფიკით გაფრენა 09:30 საათზეა, მოფრენა კი 17:50.

რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

 

Businesspartner