ტურიზმი
15/07/2020

გიდი: სახელმწიფოსთვის არაფერი გვითხოვია, ერთადერთი, ხელს ნუ შეგვიშლიან

საერთაშორისო ვიზიტორები მომდევნო თვეებში დაჯავშნილ ტურებს რიგ შემთხვევებში, ჯერჯერობით არ აუქმებენ, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ გიდმა, ალექსანდრე გიორგიძემ.

„საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არის. ის, რა თქმა უნდა, შემცირებულია, თუმცა 25%-იანი დატვირთვაც კი ჩვენთვის კარგი იქნება. პირადად ჩემს მაგალითზე, ტურები, რომლებიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული მაქვს აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, მოგზაურების უმეტესობა ჩამოსასვლელად ჯერ კიდევ მზად არის. სახელმწიფოსთვის არასდროს არაფერი გვითხოვია, ერთადერთი, ხელს ნუ შეგვიშლიან. გახსნას, თუნდაც რაღაც შეზღუდვით. დანარჩენს ყველაფერს ჩვენ თვითონ მივხედავთ“,- აღნიშნა გიორგიძემ.

რეგულარული რეისების აღდგენის მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა აქცია გამართეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები