ტურიზმი
09/08/2022

გლემფინგ კარვები და ხის კოტეჯები - ლაგოდეხში ტურისტული სივრცე მოეწყო

კომპანიამ "სამი ტბა" გლემფინგ კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცე მოაწყო.

ტურისტული სივრცის მოწყობაში კომპანიამ 210 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168 000 ლარია.

სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

Businesspartner